Foto

იან კელი სააკაშვილის პროცესზე - მთავრობა არ იცავს ბრალდებულის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი სასამართლოზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება.

იან კელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ იცავს ბრალდებულის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი სასამართლოზე.

"ეს არ არის გზა თქვენი მთავრობის ან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასამყარებლად, თქვენ ამბობთ, რომ არ გაქვთ შესაძლებლობა დაიცვათ სასამართლო პროცესის ადგილი, ასევე არ ანიჭებთ პრიორიტეტს ბრალდებულის უფლებას - დაიცვას საკუთარი თავი ან შეხვდეს მბრალდებლებს ", - წერს იან კელი ტვიტერზე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს სასამართლო დარბაზში ოპოზიციის "შესაძლო დესტრუქციული მოქმედებების" და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გამო დასწრების უფლება არ მისცეს.