სტრასბურგის სასამართლოში რომ გვიწევს წასვლა, იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ დაიღუპოს, მე უფრო ამაზე ვიდარდებდი,- დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მისი თქმით, სტასბურგის სასამართლოს პასუხი ნიშნავდა, რომ ქვეყანამ ცივილიზებულად ცხოვრება ვცადოთ.
"სტრასბურგის სასამართლოში რომ გვიწევს წასვლა, იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში არ დაიღუპოს, მე უფრო ამაზე ვიდარდებდი.
რა უნდა ეთქვა სტრასბურგს სხვა?- მიშასთვის- მიდი, იშიმშილე სიკვდილამდე, და ბიძინასთვის მისამართი მიეწერა, დიღომში, ლიუბლანას ქუჩის რომელ ნომერში მდებარეობს საავადმყოფო, რომელშიც უნდა გადაიყვანოს?
გვითხრეს - ნურც თავს მოიკლავთ და ნურც ერთმენეთს მოკლავთო.
საბოლოო ჯამში, გვითხრეს, რომ ცივილიზებულად ცხოვრება სცადეთ, მოგვახსენეთ, ყოველ დღე, როგორ გამოგდით და 24-ში შევაფასებთ, ახერხებთ თუ ვერაო. ესაა და ეს", - წერს სალომე სამადაშვილი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press