ანალიზში არის ცვლილება, რამდენიმე მაჩვენებელი, თირკმლის და ნერვოლოგიური, ჩარევას მოითხოვს,- პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მეცხრე დღეა, რაც პროტესტის ნიშნად, პარლამენტის შენობაში შიმშილობს.
მისი თქმით, ერთმა გადასხმამ მისი პარამეტრები არ გააუმჯობესა, ამიტომაც სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მიიღებს.
„სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება. რამდენიმე ანალიზში არის ცვლილება, რამდენიმე მაჩვენებელი, თირკმლის და ნერვოლოგიური, ამ ჩარევას მოითხოვს. არ მინდა ვინმემ ინერვიულოს და დაპანიკდეს. ეს ის არ არის, რომ მე ახლა ვკვდები და ა.შ. არ გვინდა ზედმეტი მღელვარება. უბრალოდ, თუ ახლა თირკმელზე და ნერვოლიგიურზე სამედიცინო ჩარევას არ მივიღებ, შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს. ამიტომ, ერთ გადასხმას დავთანხმდი. ერთმა გადასხმამ ეს პარამეტრები არ გააუმჯობესა. ის ისევ კრიტიკულ, დაბალ ზღვარზეა. დავთანხმდი მეორე გადასხმას და სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მივიღებ. არ მივიღებ კალორიებს, დანამატებს. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ შევიმსუბუქო მდგომარეობა, არამედ იმისთვის, რომ მდგომარეობა კრიტიკულად არ დამძიმდეს“, - ამბობს ხოშტარია.
ცნობისთვის, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტში მე-9 დღეა შიმშილობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press