გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ახლა გავრცელებული კადრებით ეს ფიქსირდება თუ როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს,- ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილის პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ნამდვილად აღენიშნება დაზიანებები, რომელიც აღბეჭდილია, მათ შორის, ფოტოაპარატზეც.
„როგორც #12 დაწესებულებაში გავრცელებული კადრები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა პენიტენციურმა სამსახურმა, ისე დღევანდელი კადრები, ცალსახად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი #12 დაწესებულებიდან გამოიყვანეს მოტყუებით, კერძოდ, მას უთხრეს, რომ გადაჰყვათ სამოქალაქო საავადმყოფოში, შესაბამისად, მას ბუნებრივია პრეტენზია ამასთან დაკავშირებით არ ჰქონია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის მიხვდა, რომ მოიყვანეს გლდანის #18 დაწესებულებაში, რომელზეც მას არაერთხელ კატეგორიული პოზიცია ჰქონდა დაფიქსირებული, რომ კატეგორიულად მიუღებელი იყო ამ დაწესებულებაში მოთავსება, ვნახეთ მისი დამოკიდებულება და წინააღმდეგობა ამ პროცესთან დაკავშირებით.
გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ახლა გავრცელებული კადრებით ეს ფიქსირდება თუ როგორ ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ისე ახდენს მის იძულებით მოთავსებას #18 დაწესებულებაში.
ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც და იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების მიმართ არანირი ნდობა არ გვაქვს და არც არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ეს ნდობა გვქონდეს. მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აღენიშნება დაზიანებები და ეს დაზიანებები აღბეჭდილია, მათ შორის, ფოტოაპარატზეც. რაც შეეხება ამ დაზიანებების ხარისხს, ხასიათს, ეს უკვე შესაბამის დასკვნაში გამოჩნდება,“- განაცხადა საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამსახველი მორიგი ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ ექსპრეზიდენტი №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press