"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე პენიტენციური დაწესებულებისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების მე–18 დაწესებულებაში გადაყვანის გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს ეხმაურება.
როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ეს კადრები ხელისუფლების საწინააღმდეგოა, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში.
"ეს კადრები არის ხელისუფლების საწინააღმდეგო, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში.
2. სტრასბურგმა რაც დაავალდებულა ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის - მიაწოდეს. როგორ ძალადობენ პრეზიდენტზე;
3. ეს კადრები მალე თვითონ გაუსაჯაროვდებოდათ, იცოდნენ ამის შესახებ და დაასწრეს. ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება.
4. ივანიშვილის ფბ-ზე დადეს კადრები. ეს ადასტურებს, რომ პირადად ივანიშვილია ჩართული ამ შურისძიებაში.
ვაგრძელებთ პროტესტს", – წერს ხატია დეკანოიძე.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press