გადავდივართ ახალ საპროტესტო ტიპის მოძრაობაზე, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურ აქციებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მივლენ ყველგან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან და მათ შეახსენებენ, რომ "დამნაშავეები" არიან.
"დიდი მათგანი, აქ ვინც პოლიციელია, ტყვეობაშია აყვანილი რეჟიმის მიერ, ესენიც გასათავისუფლებელი არიან, ასე შევხედოთ, ამ თვალსაზრისით შევხედოთ ამ პროცესს, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ასეა. ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანს, ნამდვილ პოლიციელს სიამოვნებდეს რეჟიმის მსახურებაში ყოფნა. საზოგადოებას ძალიან საჯაროდ განვუცხადეთ, რომ გადავდივართ ახალ საპროტესტო ტიპის მოძრაობაზე, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურ აქციებს, ყველგან მისვლას მშვიდობიანად, ხაზგასმით მშვიდობიანად სადაც ეს მკვლელები იკრიბებიან, რათა ვუთხრათ, რომ არიან მკვლელები, სადაც ეს დამნაშავეები იკრიბებიან, ვუთხრათ, არიან დამნაშავეები", - თქვა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press