ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით ჩამოფრინდა. როგორც ცნობილია, ის დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ისაუბრებს.
შეგახსნებთ, რომ გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვლის მორიგი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ კადრების გავრცელების მიზანია, აჩვენონ, თუ როგორ "მიაყენა სააკაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა" თანამშრომლებს და როგორ დააზიანა მან ტექნიკა. ხოლო ადვოკატების განცხადებით, კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა შიმშილობს.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press