საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებს ეხმაურება და კითხვას სვამს, არის თუ არა უკრაინის ციხეში თუნდაც ერთი საქართველოს მოქალაქე რომელსაც ასე ამცირებენ.
"მაინტერესებს, არის თუ არა უკრაინის ციხეში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელსაც ასე ამცირებენ?"- ამის შესახებ ევგენი გრუშოვეცი სოციალურ ქსელში წერს.
ადვოკატი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გენერალურ პროკურატურასა და უკრაინის სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან სად ჩაიდინა მათ წინააღმდეგ დანაშაული“, - წერს ადვოკატი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press