დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სპეციალურად აიცრა "ფაიზერის" ვაქცინით, რადგან ხალხი დაარწმუნოს ვაქცინის ვარგისიანობაში.
"გუშინწინ ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერ დოზის გაკეთება შეიძლება 6 თვეზე ნებისმიერი ვაქცინით. ამიტომ, ამ რეგულაციას მე ვიცავ. მე უკვე გამივიდა 5-ნახევარი თვე მეორე აცრიდან და დღეს მოვედი ასაცრელად, ოღონდ გავიკეთე დღეს ფაიზერი. სპეციალურად გავიკეთე ფაიზერი დღეს, რომ ხალხი დავარწმუნო, მოგეხსენებათ, ბევრი მოარული ჭორი არის სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს გაუვიდა ვადა", - განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press