შემიძლია ნათლად განვაცხადო, რომ ეს ვიდეოები ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს სვამს,- ასე ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პენიტენციური სამსახურის მიერ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველ ვიდეომასალის გამოქვეყნებას.
ჰარცელის თქმით, ვიდეოკადრების გავრცელება ხელს არ უწყობს ვითარების განმუხტვას.
"შემიძლია ნათლად განვაცხადო, რომ ეს ვიდეოები ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს სვამს და არის სამწუხარო. იქიდან გამომდინარე, რომ ხელს არ უწყობს სიტუაციის განმუხტვას. მათი გაშვების მიზანი არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში, ანუ ეს არის ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე, როგორც საბაზისო ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რომელიც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და ღირსების დაცვას", - ამბობს ჰარცელი.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამსახველ მორიგ ვიდეოს ასაჯაროვებს, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ ექსპრეზიდენტი №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press