საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს "ტვიტერზე" ეხმაურება.
„რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენ საქართველოს კი აერთიანებს „ოპრიჩნინას“ მიმართ ზიზღი, რომელიც ამდენად უცხოა ჩვენი ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ერისთვის,“- წერს გიორგი მარგველაშვილი.
ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამსახველ მორიგი ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ ექსპრეზიდენტი №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press