Foto

სააკაშვილის ადვოკატი - შესთავაზეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა, აგრძელებს შიმშილობას

შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არაპროგნოზირებადი სიტუაციის წინაშე ვდგებით,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, დიტო საძაგლიშვილში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია პროგნოზი, როდის მოხდება დრამატული გაუარესება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის.

"ჯანმრთელობის მდგმარეობას რაც შეეხება, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ ისეთი, როგორც აქამდე იყო - ის არის სუსტად. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არაპროგნოზირებადი სიტუაციის წინაშე ვდგებით, არ ვიცით, როდის მოხდება დრამატული გაუარესება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. მას შესთავაზეს დღეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, ამაზე გუშინ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება იმას, თუ რას იზამს ხელისუფლება, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვკარგავთ დროს პროგნოზების გაკეთებაში და არ ვფიქრობთ, რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას ხელისუფლება. იმდენად არათანმიმდევრული, არაადეკვატურები არიან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ."- ამბობს საძაგლიშვილი. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს. მისი თქმით, შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ.