საქართველოს მესამე პრზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ სააკაშვილს თქმით მას რუსთავის #12 დაწესებულებაში უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა, ვიდრე ახლა აქვს.
ამასთან ადვოკატმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის მიზანი მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ტერორი და არაადამიანური მოპყრობა იყო.
„მიხეილ სააკაშვილის აგრძელებს შიმშილობას. იუსტიციის სამინისტროსგან და პენიტენციური სამსახურისგან არ მოგვისმენია ოფიციალური პასუხი, თუ რას აპირებენ. აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას #18 დაწესებულებიდან, რომელიც პრინციპში სულაც არ არის საავადმყოფო. თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ მას უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის #12 დაწესებულებაშიც კი.
საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოუყვანიათ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივებით, ის მოიყვანეს იმისთვის, რომ მოეხდინათ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი და ყოფილიყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რისი ვიდეო მტკიცებულებაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც ვნახეთ თუ როგორ არაადამიანურად ექცევა სისტემა ადამიანს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ ისეთი, როგორიც აქამდე იყო." - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა შიმშილობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press