Foto

სალომე სამადაშვილი - ევროპარლამენტარებს ამ დრომდე არ მიუღიათ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების უფლება

6 საათზე სრულდება შესვლის შესაძლებლობა ციხეში და მათ ამ წუთამდე არ მიუღიათ უფლება იუსტიციის სამინისტროსგან მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში,- დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო ანა ფოტიგას და ასევე ლიეტუვის პარლამენტის ორ წევრს, ჯერეჯერობით ციხეში შესვლის ნებართვას არ აძლევს. 

მისი თქმით, გამოიყენებს ციხეში შესვლის უფლებას და მიხეილ სააკაშვილს თავად გადასცემს წერილს, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები.

"სამწუხაროდ ახლა 6 საათაზე სრულდება შესვლის შესაძლებლობა ციხეში და მათ ამ წუთამდე არ მიუღიათ უფლება იუსტიციის სამინისტროსგან მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში, მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირ ხელისუფლების მცდელობა, რომ ფაქტიურად, ასე ვთქვათ იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლისთვისაც ცხადია ევროპელ პოლიტიკოსებთან პირადად შეხვედრა საპატიმროში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი.

მიუხედავად ამისა, რამდენადაც მე მაქვს მიღებული უფლება შესვლის ციხეში, მე ახლა ამ უფლებას გამოვიყენებ და მსურს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადავცე წერილი, რომელსაც ხელს აწერენ არა მხოლოდ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არიან ჩამოსული აქ, არამედ არაერთი სხვა ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ევროპელი პოლიტიკოსი და გადავცე მას ის გზავნილი, რაც ამ წერილში არის გაჟღერებული.

შემიძლია გაგიზიაროთ აქ არის, ორი მოწოდება, ერთი ეს არის ცხადია საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომის გატარებას და მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას და ასევე მოწოდებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართულებით, რომ მან განიხილოს შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობა, რამდენადაც ეს არის აუცილებელი მისი და ასევე ელენე ხოშტარიას, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად" , - ამბობს სალომე სამადაშვილი.