"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით დღეს, 17:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა და აღნიშნა, რომ პროტესტი გაგრძელდება, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად არაძალადობრივი წინააღმდეგობრივი პროტესტი და ვარყიოთ რეჯიმი ასე, ვიდრე არ ჩამოინგრევა. ამ საერთაშორისო, სწორ, ადეკვატურ მზარდ რეაქციას ასევე, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენი უწყვეტი, თანმიმდევრული და ორგანიზებული პროტესტი. გელოდებით ხვალ, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მომავალში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press