საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
როგორც გიული ალასანიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, პატრიარქთან შეხვედრას არ ესწრებოდა მისი მოსაყდრე, მეუფე შიო და ილია მეორეს მდივან–რეფერანდი, შორენა თეთრუაშვილი.
"მე ვიცი, რომ მისთვის [ილია მეორესთვის] არაა სულერთი ჩემი შვილის მდგომარეობა. ვიცი, რომ ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა. იყო პატრიარქი, ორ სამღვდელო პირთან ერთად, რომლებიც ალბათ ზრუნავენ მასზე. ვილაპარაკეთ საერთოდ, ზოგადად, რომ საქართველოში როგორი ტრადიცია იყო, რომ სიცოცხლე ძალიან ფასობდა, რომ ჩვენ სამართალში სიკვდილით დასჯის პუნქტი არ არსებობდა, ასეთი თემები, ძალიან მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული". – აცხადებს გიული ალასანია.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press