ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელიც საქართველოში გუშინ, ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მოსანახულებლად ჩამოვიდა აცხადებს, რომ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ შეუშვეს.
ანა ფოტიგა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობაა, რისი მოგვარების შანსიც, მისივე თქმით, ჯერჯერობით არსებობს.
"უარი მითხრეს ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე", – წერს ანა ფოტიგა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press