არ მახსენდება, საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე გაებედა და ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვა პატიმართან შეხვედრაზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, ანა ფოტიგასთვის უარის თქმით სააკაშვილთან შესვლაზე, ხელისუფლებამ ევროკავშირს ზურგი აქცია.
„უპრეცედენტო რამ მოხდა, არ მახსენდება, საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე გაებედა და ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვა იმ უფლების გამოყენებაზე, რომელიც მას აქვს - პატიმარს შეხვდეს ციხეში. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ნათელი სიგნალი გაუგზავნა არამხოლოდ ანა ფოტიგას, ან მის პოლიტიკურ ჯგუფს, ან მის ქვეყანას, არამედ, ფაქტობრივად, ევროპას, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად ზურგს აქცევს შესაბამისად ევროკავშირს და ჩვენს მეგობრებს.“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press