„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს თბილისში აქცია გაიმართება და ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, აქცია 15:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათზე დასრულდება.
მისივე თქმით, ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, თუმცა ხელისუფლებისთვის და რეჟიმისთვის იქნება გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო მწვავე გახდება.
"ხვალ, 15 ნოემბერს, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე. მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო მწვავე გახდება! სახლში ჯდომის დრო აღარ არის, თუ გვინდა ქვეყანას ავარიდოთ უბედურება და შემდგომში მრავალწლიანი სამოქალაქო გახლეჩა! გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში! რეჟიმი უნდა ვარყიოთ, სანამ არ ჩამოინგრევა! პ.ს. შემოუერთდით სამართლიან ბრძოლას. გიწვევთ ხვალ აქციებზე და შეკრების ზუსტ ლოკაციებს დღეს საღამოს შეგატყობინებთ!"- წერს მელია.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსუ...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტე...
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
Mana press