Foto

ადვოკატი - სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, სასამართლო გაუქმებულია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტს დაცვის უფლება წართმეული აქვს და სასამართლო გაუქმებულია.

როგორც ბასილაიამ ე.წ პიდჯაკების საქმეზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არგადაყვანა პენიტენციურს ჯერ კიდევ შაბათს ჰქონდა გადაწყვეტილი.

მისივე თქმით, მოსამართლე კოჭლამაზაშვილი იღებდა დავალებას, არ ჩაენიშნა სასამართლო პროცესი მანამ, სანამ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდებოდა.

„დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია. ჯერ კიდევ შაბათ დღეს იცოდა სასამართლომ, რომ პენიტენციური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. სასამართლო პროცესი არ ჩაინიშნა მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. პირადად მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ ვერ გადმოიყვანდნენ სასამართლოში, მანამდე არ ჩაენიშნა პროცესი“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.