Foto

ელენე ხოშტარია - ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია, თუ გადასხმებს არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტში პროტესტის ნიშნად შიმშილობას კვლავ აგრძლებს.

როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ორგანიზმში ინტოქსიკაცია დაიწყო.

"გაბარებთ ანგარიშს:)
გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა მდგომარეობა. 
მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ. 
აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეგაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს. 
თავს ვგრძნობ კარგად.
ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. 
დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე!
გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!" - წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-12 დღეა შიმშილობს.