14 ნოემბერს უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახამარების სახით დაახლოებით 80 000 კილოგრამი საბრძოლო მასალა მიიღო. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს თავისუფალი უკრაინის წარმატებას.
"დღეს უკრაინამ მიიღო 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ეს არის მეოთხე დახმარება აშშ-დან, 60$ მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა აგვისტოში უკრაინისთვის გამოყო. ამით ბაიდენმა დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინის წარმატებას. 2014 წლის შემდეგ აშშ -მა უკრაინას 2.5$ მილიარდის ოდენობის უსაფრთხოების დახმარება გადასცა" , - წერია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინის საზღვრებთან დაახლოებით 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია კიევს დასავლურმა სახელმწიფოებმა მიაწოდეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press