Foto

დავით სერგეენკო ოპოზიციონერ დეპუტატებს - ჯანმრთელობაზე იზრუნონ და შეწტყვიტონ შიმშილობა

ექიმები უნდა შეჯერდნენ ერთმანეთში და არა პოლიტიკოსები,- "ქართული ოცნების" დეპუტატისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკო პარლამენტში მოშიმშილე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, შეწყვიტონ შიმშილობა. 

მისი თქმით, ექიმები უნდა შეჯერდნენ იმაზე, თუ რატომ ითხოვენ სამოქალაქო დაწესებულებაში ესქპრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანას. 

"ჯანმრთელობაზე იზრუნონ და შეწტყვიტონ შიმშილობა. მინიმუმ პარადოქსულია ეს ყველაფერი, ჩემი აზრით უნდა შეწყვიტონ შიმშილობა და ექიმები უნდა შეჯერდნენ ერთმანეთში, რატომ ითხოვენ სამოქალაქო დაწესებულებას, ორად ორი კრიტერიუმია რაც დარჩა, ელექტრომაგნიტური რეზონანსი და კათეტერიზაციის ლაბორატორია არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უამრავ კლინიკაში არ არის ეს ორი და თუკი საჭირო გახდა, ამის გზა ბევრჯერაა გავლილი, როგორ გადაიყვანონ და ჩაუტარონ ეს კვლევა, რომელიც არ არის  პირველი რიგის მოთხოვნების. ექიმები უნდა შეჯერდნენ ერთმანეთში და არა პოლიტიკოსები ", - თქვა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის პარლამენტში 10 დეპუტატი შიმშილობს. მათ შორის არის "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 13 დღის წინ დაიწყო.