გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, წითელი ზონა ხდება.
დეკანოზ გიორგი მამალაძის შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა ციხის დირექტორსაც.
ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია თქმით, ფაქტი, რომ დაწესებულების წარმომადგენლებს დაუდასტურდათ კორონავირუსი, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ შეხება მიხეილ სააკაშვილთან, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მისი მე-18 დაწესებულებაში დატოვება არ შეიძლება.
ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორღაც გაახანგრძლივონ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნა - ა
"ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს...ამ დროს ვხედავთ როგორი ჩაკეტილია სისტემა და ინფორმაციას როგორ ვიგებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ, მათ შორის, კოვიდთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორღაც გაახანგრძლივონ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნა. ფაქტი, რომ დაწესებულების წარმომადგენლებს დაუდასტურდათ კორონავირუსი, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ შეხება მიხეილ სააკაშვილთან და უნდა ჰქონოდათ, როდესაც ჩვენ მიხეილ სააკაშვილს ვხვდებით, ეს ადამიანები იქ ტრიალებენ. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში დატოვება",- ამბობს ბექა ბასილაია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press