თბილისის საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის, ე.წ პიჯაკეის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს გაგრძელდება.
დღევანდელი პროცესი, რომელზე დასწრების უფლებაც ექს-პრეზიდენტს არ მისცეს, ადვოკტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დაცვის მხარე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვდა, შუამდგომლობა კი, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, პროკურატურა ექს–პრეზიდენტს და მასთან ერთად ბრალდებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press