ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკუთარ სასამართლო პროცესზე არ დაასწრების ფაქტს ეხმაურება.
როგორც კორტნი სოციალურ ქსელში წერს, ასეთი უსამართლობა მოსალოდნელია ბელარუსისგან და არა - საქართველოსგან.
"ასეთ უსამართლობას, შესაძლოა, ლუკაშენკოს ბელარუსისგან ელოდო, მაგრამ არა იმ საქართველოსგან, რომელსაც ბევრი მისი მეგობარი იცნობს. ეს უსამართლობა სააკაშვილს უჩვეულო "სინდისის პატიმრად" აქცევს", - წერს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში.
ცნობისთვის, დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე გაიმართა, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.
როგორც უწყება აცხადებს, ამის მიზეზი ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირებაა, რომელსაც რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით მოახდენდნენ.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press