თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს ავტოკოლონებით აქცია-მსვლელობა გაიმართება.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯომარემ ნიკა მელიამ აქცია გუშინ დაანონსა.
მისი თქმით, აქცია სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.
"გაიმართება მორიგი მწვავე საპროტესტო აქცია თბილისში. ხვალ, გაიმართება აქცია-მსვლელობა ავტოკოლონებით. შეკრების ადგილი იქნება სამი - 14:00 საათზე. ჩვენ შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანზე - ცესკოსთან, და მესამე ლოკაცია - "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი, კახეთის გზატკეცილზე, რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, სიგნალებით - რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე", - განაცხადა ნიკა მელია.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press