იუსტიციის მინისტრი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის არშეშვების ფაქტს ბრიფინგზე გამოეხმაურა.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სააკაშვილს გვიანობამდე ჰყავდა სტუმრები და შესაძლებელია, ამის შემდეგ უბრალოდ ეძინა, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი ექიმთან კომუნიკაცია.
"გუშინ, გვიან ღამით, გააჩნია, რომელ საათზე, იმიტომ, რომ ძალიან გვიანობამდე ჰყავდა სტუმრად პარლამენტის წევრები და შესაძლებელია, ამის შემდეგ, უბრალოდ ეძინა პატიმარს და ამ მოტივით. დიახ, მე გითხარით, რომ მას ჰყავდა დეპუტატები, რომლებიც ძალიან გვიან გამოვიდნენ", – აცხადებს მინისტრი.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press