Foto

იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურში მოხვედრის მომენტიდან, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა ვერ უზრუნველყო

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც მას რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო. მისი ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, სწორედ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შეფასებისა და მისი მოსალოდნელი გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, სახელმწიფომ მსჯავრდებული რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

„შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი, სამედიცინო თვალსაზრისითაც, დღეს ბევრად მაღალია. აღნიშნულ სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, ისე - შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბიტაცია.