უკრაინის სახალხო დამცველი, რომელიც საქართველოში ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გუშინ ჩამოვიდა, მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში არ შეუშვეს.
როგორც ლიუდმილა დენისოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურს მე–18 სამკურნალო დაწესებულების უფლებამოსილ პირთან შეხვედრა.
"ჩვენ უარი გვითხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე, ახლა ამზადებენ ოფიციალურ პასუხს, უნდა გვითხრან მიზეზი, რატომ არ შეგვიშვეს მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში. მე ვიცი, რომ გლდანის ციხის დირექტორი კოვიდ19–ით არის ინფიცირებული, მაგრამ მე მსურს სხვა უფლებამოსილ პირთან შეხვედრა", – განაცხადა ლიუდმილა დენისოვამ.
აღნიშნულ ფაქტს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება და აუცილებლობა არ არსებობს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და სწორედ ამ მოტივით არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში.
"რაც შეეხება არ შესვლის მიზეზს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება, შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და როგორც უკვე მოგახსენეთ, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული", - განაცხადა მინისტრმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press