იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ამიერიდან, ექიმების ჯგუფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, ყოველდღიურ რეჟიმში გაავრცლებენ.
როგორც მან სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ციხის საავადმყოფოში საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.
"აღნიშნული სამკურნალო დაწესებულება სრული ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის ეფექტიანი კონტროლი ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია.
ამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას", - თქვა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 48-ე დღეა, რაც პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press