45 დღეზე მეტია მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურ ტყვეობაში და ერთხელ ვერ მოიყვანეს სასამართლო შენობაში, - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მიყვანა.
საძაგლიშვილის თქმით, 45 დღეზე მეტია მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში.
"არ გვინახავს აქამდე შემთხვევა, რომ სასამართლო და სახელმწიფო ემალებოდეს "ბრალდებულს", ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში ვართ ახლა, როდესაც სახელმწიფოს, რეჟიმს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მოყვანა სასამართლოში. 45 დღეზე მეტია მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურ ტყვეობაში და ერთხელ ვერ მოიყვანეს სასამართლო შენობაში, ანუ ემალება მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" მთავარი მესიჯი მთელი 9 წელის განმავლობაში იყო ის, რომ სააკაშვილი უნდა წარმდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 48-ე დღეა, რაც პროტესტის ნიშნად შიმშილობს
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press