საქართველო არ არის ვიღაცის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი იმ ფაქტს, რომ უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.
ქადაგიშვილმა თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის შიდა მდგომარეობა ადვილად არავის უნდა გამოვაყენებინოთ.
"საქართველო, ეს არ არის ასე ვთქვათ ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა. უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ, მან უნდა მიმართოს სახელმწიფოსაც და შესაბამისი პროცედურებიც უნდა გაიაროს და შესაბამისი პატივისცემა უნდა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ჩამოვიდა, გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესვლაზე, განმარტებების გარეშე, უარი უთხრეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press