ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ შემთხვევაში დაიკლებს, თუ ინფიცირება შემცირდება, თუმცა მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ამას ხელს უშლის.
როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მიმდინარე აქციების პროცესი ხელს უწყობს ეპიდვითარების უფრო სწრაფ გავრცელებას.
"სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს, თუ დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ის 1.4% - გარდაცვალების პროპორცია, რომელიც მაინც რჩება, რაც არ უნდა გაკეთდეს, კვლავაც არის მეცნიერების უუნარობა, რომ ბოლომდე დაძლიონ კორონავირუსი, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი. დღეს მთავარი ისევ არის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების შეკავება.
ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი, ბუნებრივია, არის მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი ყველას გვესმის, რომ ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს. საყურადღებოა, რომ ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ და ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს."- განაცხადა გაბუნიამ.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press