დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის.
აღნიშნული განცხადება ბორის ჯონსონმა ლონდონის მერის ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და უკრაინა–რუსეთს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„როდესაც ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ გვინდა, რუსეთის მოწინააღმდეგეები ვიყოთ, ან გვსურს სტრატეგიულად ალყაში მოვაქციოთ, ან ძირი გამოვუთხაროთ ამ დიდ ქვეყანას. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსულმა სისხლმა მოგვცა ნაციზმის დამარცხების საშუალება. ეს ხდება, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება დემოკრატიისადმი და თავისუფლებისადმი, რომელსაც ახლა იზიარებს ევროპული კონტინენტის დიდი მასა“, – აღნიშნულია ბორის ჯონსონის განცხადებაში.
საფრანგეთს პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას. – აღნიშნულის შესახებ გამოცემა AFP წერს.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ევროპას უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გეგმის შესახებ აფრთხილებდა. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა შესაძლო სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული შეშფოთების მიზეზები ევროპელ კოლეგებს გააცნეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს. გაურკვეველი იყო, რამდენი მათგანი იყო ადგილზე ახლად განლაგებული
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press