Foto

თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში კონსილიუმის საჭიროება აღარ დგას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით,  გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექიმთა კონსილიუმის და გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება აღარ დგას.

მისი თქმით, საჭიროების სემტხვევაში შესაძლებელია გლდანის დაწესებულებამ მოიწვიოს ექსპერტი  და ადგილზევე შეიქმნას კონსილიუმი.

"კონსილიუმის წევრებს, რომელიც შეიქმნა რუსთავის დაწესებულებაში, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, იუსტიციის სამინისტრო მართავდა ამ კონსილუმს. თითქმის მთელი ერთი თვის განმავლობაში. მას შემდეგ უკვე რაც მოხდა პაციენტის გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, კონსილიუმის, გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას. ამ შემთხვევაში, უკვე თავად გლდანის დაწესებულებას აქვს იმის შესაძლებლობა და რეალურად, დღეს აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალობის სპეციალისტი, რომელიც დასჭირდება ამ შემთხვევაში ჩვენ კონსილიუმის იმ ფორმატით, რაც რუსთავის დაწესებულებისთვის მუშაობდა ჩვენი შეფასებით ამის საჭიროება არ დგას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გლდანის დაწესებულებამ მოიწვიოს ექსპერტი  და შეიქმნას ადგილზევე კონსილიუმი. ეს არის სტანდარტული სამედიცინო პროცესი რომელიც ნებისმიერი პატიმრის შემთხვევაში მოხდებოდა", - ამბობს გაბუნია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გლდანის საავადმყოფო არის C ტიპის მრავალპროფილური კლინიკა და შესაბამისი დახმარების გაწევა შეუძლია პაციენტისთვის.

"გლდანის საავადმყოფო არის C ტიპის მრავალპროფილური კლინიკა. ეს არის აღწერილი რეგულირების სააგენტოს დასკვნაში, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არის საკმარისი პირობა ყველა სტანდარტული გაიდლაინის მიხედვით, შიმშილობის და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაშ მდგომარეობის მართვისთვის", -  თქვა გაბუნიამ.