ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში 60- წლის პირთა წახალსიებამ ვაქციანციის მაჩვენებელი გაზარდა.
მისი თქმით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში აქტიურად მიმდინარეობს ბუსტერ დოზებით ვაქცინაციის პროცესი.
"8 ნოემბრიდან ამოქმედდა, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში 60- წლის პირთა წახალსიების სქემა ამან გარკვეულწილად მისცა სტიმული ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქციანციის პროგრამის გაფართოებას. აცრილთა შორის 28% -დან 44%-მდე გაიზარდა 60 წლის ასაკობრივ ჯგუფში პირთა რიცხვი და ვაქციანციის მაჩვენებელი გუშინ 8000-ს აჭარბებს, რაც იმედის მომეცემია და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი, ამასთან მიმდინარეობს ბუსტერ დოზების გამოყენება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. მაჩვენებელი მაღალია 18-დან 49 წლის ასაკობრივ ჯგუფებში, რაც შეება 12-დან 15- წლის აასაკის ბავშვების ვაქცინაციას 43 დოზის ადმისტრირება მოხდა აქამდე სულ, 16-დან 18 წლამდე აცრიალია 11 000 -ზე მეტი მოზარდი." - განაცხადა გაბუნიამ.
როგორც ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილებ ბრიფინგზე აღნიშნა, კლინიკური ჯგუფი ახალი მედიკამენტების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს.
"აქტიურად მუშაობს კლინიკური ჯგუფი ახალი მედიკამენტების დანერგვაზე, მონოკრონული ანტისხეულები შემოვიდა ქვეყანაში გერმანიის მთავრობის დონაციით და მედიკამენტები უკვე განაწილდა კლინიკებში. მათ აქვთ შესაძლებლობა პაციენტს შესაბამისი ჩვენებით შესთავაზონ ეს მედიკამენტი. მედიკამენტები, რაც კოვიდის სამკურნალოდ გამოიყენება უკვე არის და ამ მიმართულებით ვფიქრობთ მუსაობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება" - თქვა გაბუნიამ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press