Foto

ირაკლი კობახიძე - უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათასობით პატიმარი და სჯობს, ყურადღება მათ პირობებს დაუთმოს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, გლდანის ციხეში არ შეშვების ფაქტს ეხმაურება.

კობახიძის თქმით, უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათი-ათასობით პატიმარი ჰყავს უკრაინულ ციხეებში და სჯობს, მეტი ყურადღება დაუთმოს მათ პირობებს. 

"უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათიათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და სჯობს, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პირობებს, რომლებიც არიან ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში. თან ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე, ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა თუ მესამე პრეზიდენტი. მგონი არცერთი არ არის, ერთი, რომ ყველამ ვიცით რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქვეყანაც მთელი ეს წლებია და რაც შეეხება მის მესამე პრეზიდენტობას, არავითარი სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის ის არ არის, რადგან ეს ადამიანი ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად, ამაში შედის, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და ა.შ." - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა, თუმცა, ის დღეს გლდანის მე-18 საავადმყოფოში მაინც მივიდა, რათა ციხის ადმინისტრაციასთან გასაუბრება სცადოს.