დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმ 84 ადამიანზე უფრო მეტად ნერვიულობს, რომლებიც ციხეში კანაფის მოხმარების გამო სხედან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ აქტს ახორციელებს და საკუთარ თავს მძიმე მდგომარეობაში თავისი ნებით იგდებს.
"ეს ადამიანი ხომ თავის პოლიტიკურ აქტს ახორციელებს, თავის ნებით, დამოუკიდებლად, თავისი თავისუფალი ნებით. მე შემიძლია უბრალოდ ზოგადად შევაფასო, მაგრამ, საერთოდ არ არის, ჩემი აზრით, ჩემი აზრი საინტერესო. თავისი ნებით რაღაცა მძიმე მდგომარეობაში იგდებს თავს. ამით რისკავს მთელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. მე შეიძლება სტაბილურობაზე ვინერვიულო, მაგრამ, ხომ არ მომეთხოვება, რომ ამ ადამიანზე ვინერვიულო? მორალურად, ვკითხულობ, მომეთხოვება? მომეთხოვება? მაინტერესებს...
80 ადამიანი გვიკვდება კოვიდით ყოველ დღე, ჩვენს სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ხომ?! კანონპროექტზე რომ გელაპარაკებით, ჩემი საქმე მაინტერესებს-მეთქი, ამ წამს 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, მე ვნერვიულობ 84 ადამიანზე უფრო მეტად, მაპატიეთ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press