Foto

მეტროსადგურები „ავლაბარი“, „სადგური“, „უნვიერსიტეტი“ – ოპოზიციამ პარასკევს, 3 ადგილიდან მსვლელობა დააანონსა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისში პარასკევს, 15:00 საათზე სამი ლოკაციიდან საპროტესტო აქცია–მსვლელობა დაანონსა. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, 15:00 საათზე აქცია–მსვლელობები დაიწყება მეტროსადგურებიდან „ავლაბარი“, „სადგურის მოედანი" და „სახელმწიფო უნივერსიტეტი".

„ყველას გვაქვს ერთი მიზანი, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთში, რაც მოხდა ბელორუსიაში, რუსული ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო მძლავრ, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას და მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთობლივად, რომ გაიმართოს პარასკევს, 15:00 საათზე თბილისში სამ განსხვავებულ გეოგრაფიულ ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია. გელოდებით შემდეგ ადგილებზე, მეტრო ავლაბართან, 15:00 საათზე, სადაც შეიკრიბება „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერთა ჯგუფი, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანთან“, მსვლელობას სათავეში ჩაუდგება პარტია „ლელო“ და მესამე ლოკაცია, მეტროსადგური „უნივერსიტეტი“, სადაც მსვლელობას სათავეში ჩაუდგება „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროას“ ლიდერები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.