მორიგი საპროტესტო აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ექიმები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
"ჩვენი შევიკრიბებით კიდევ ძალიან ბევრ ადგილას და გვინდა, რომ მივაწვდინოთ ხმა ყველას, რომ ექიმები, სამედიცინო სფეროს მუშაკები, სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მოკლან ადამიანი. არ მოკლან იმიტომ, რომ არ გადაჰყავთ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ის მიიღებს ნორმალურ სამედიცინო დახმარებას", - თქვა ექიმმა ვატო სურგულაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press