მას შეუძლია შეარსულობს სტრასბურგის მოწოდება და ასე ხოშტარიაც შეწყვეტს, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, რადგან ეს არის მისი ერთგვარი შანტაჟის ფორმა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარია მონახულების შემდეგ განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისას შესაძლოა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, რასაც მისივე თქმით, ვერ დაუშვებენ.
"ყველაფერი არის მიხეილ საააკაშვილის ხელში. მას შეუძლია შეარსულობს სტრასბურგის მოწოდება და ასე ხოშტარიაც შეწყვეტს, მაგრამ ის ამას არ აკეთებს, რადგან ეს არის მისი ერთგვარი შანტაჟის ფორმა, რასაც ის იყენებს. ის არის ღირებულების კონფლიქტშია სტრასბურგის სასამართლოსთან და ყველაფერთან, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას. მოიტაცებენ თუ არ მოტაცებენ, მე ამ დეტლაებში ვერ შევალ, მე მგონია რომ არ მოიტაცებენ, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში, შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს შეექმნას სერიზული საქმე და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, მხოლოდ იმიტომ რომ არის ახირებული მოთხოვნა მისი კლინიკაში გადაყვანის. მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში, არავის არ სჭირდება არანაირი მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა იმისათვის, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. ერთადერთი რაც ჭირდება ადამიანს შიმშილობის შემდგ, ეს არის სათანადო დოზირება საკვების"- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მე-15 დღეა პარლამენტში შიმშილობს, ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და შალვა პაპუაშვილმა მოინახულა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press