საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საკაშვილს თუ რამე დაემართა, თვითონ იქნება პასუხისმგებელი.
ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში თქვა.
ამასთან დეკანოზი აცხადებს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება ქრისტიანულად გამართლებული აქტი არ არის.
"თავად იქნება პასუხისმგებელი, მან გადაწყვიტა შიმშილობა, მას არ ავალდებულებენ შიმშილობას. საპატრიარქოს რაც შეეხებოდა, ჩვენ მას მოვუწოდეთ, ნებისმიერ მოშიმშილეს მოვუწოდებთ, ეს არის მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო. საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება არაა ქრისტიანულად გამართლებული აქტი, ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც მსგავსი შემთხვევა იქნება, ნებისმიერი სასულიერო პირის ვალდებულება იქნება, რომ მოუწოდებს ადამიანს, თავის ჯანმრთელობას ნუ აზიანებს", - თქვა "ტვ პირველთან" ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 48-ე დღეა შიმშილობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press