საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე ექპსრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს.
„სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, დღესაც, ჩემს მოვალეობად მივიჩნევ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა, დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს, ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ.
კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექს–პრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამე თუ ყველა, ჩვენი საზოგადოება, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და თუ როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაშ რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან, მაგალითად ომბუდსმენი, სახელმწიფო ინსპექტორი, იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის სამინისტრო."
სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის კადრების გავრცელება, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"დღეს მინდა ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ამ სერიოზულ საკითხთან მიმართებით გავაცნო ჩემი შეხედულება. დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.
საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი, შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის.
ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ინფორმაცია პრეზიდენტის თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიეკუთვნება სხვა კატეგორიას, საჯარო და არა პირად მონაცემებს. იწვევს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს, რამე თუ ყველა ხვდება კარგად, რომ მათ ჯანმრთელობა პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა, გავლენა იქონიოს სახელმწიფოს სტაბილურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება, ეს არ ხსნის და არ ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ლოგიკურად, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთლობის შენარჩუნებით ყველაზე მეტად დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და ვფიქრობ, არის კიდევაც. თავის მხრივ, საზოგადოებას უფლება აქვს ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის და სპეკულაციის ნაცვლად, ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ. მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად შესრულებას.
მესამე, ისმის მოთხოვნა, რომ ექს–პრეზიდენტი გადაყვანილი იყოს სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში, ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერ, ისე, რომ არ გააჩნიათ წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ეს ან რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით, რომ ექს–პრეზიდენტი რიგით პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებიდან გამომდინარე უფრო რთულად განსახორციელებელია, მთავარი შესაძლოს საფრთხიდან გამომდინარე, რისი დაძლევაც ურთლესია, ამავე დროს, ექს–პრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას. შიმშილობისას თუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ ამ ხელისუფლებას ევალება, რომ საზოგადოებას აცნობოს კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს, ნუსხა არის საჭირო და თუ არ არა, მაშინ უნდა მოინახოს ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი დიდ მღელვარებას იწვევს, ხელისუფლებას ევალება ყველა იმ ზომის მიღება, ინფორმაციის გაცემა, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს საზოგადოების თუ ქვეყნის სტაბილურობაზე.
სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს არ მიეცა თავისის აქმიანობის გაგრძლების შესაძლებლობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენის ინიციატივა ექიმების ჯგუფის მიერ შეფასდებს არსებული მდგომაროება. რამე თუ ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად კვებავს მღელვარებას. ქვეყნის სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნებს გააზრებული ნებისიერი სირტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან იქნეს ყველა შესაძლო პროვოკაცია აცილებული.„ - განაცხადა პრეზიდენტმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press