სააკაშვილი კაცი რომ იყოს მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
კობახიძის თქმით, არ აქვს იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, რადგან მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს სათანადო ღირსება.
"სააკაშვილი პასუხისმგებლიანი კაცი რომ იყოს, დღესვე შეწყვეტდა შიმშილობას. კაცი რომ იყოს სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას. იმიტომ, რომ ეს ადამიანი რეალურად შიმშილობს და მას აქვს გაუარესებული მდგომარეობა და არის ქალბატონი. კაცი რომ იყოს სააკაშვილი, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, თუმცა, მის კაცობაზე ყველას აქვს სათანადო წარმოდგენა. ამიტომ, ჩვენ დიდი იმედი არ გვაქვს, რომ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მას არ აქვს სათანადო ღირსება", - განაცხადა კობახიძემ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press