შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი სამმა თანამშრომელმა: გვანცა ბერძენიშვილმა, გიორგი თოფურიამ და თემურ ქანთარიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.
ისინი ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას უპირისპირდებიან და იქ არსებულ პოლიტიკაზე ღიად საუბრობენ.
ამირანაშვილის მუზეუმის დატოვების შესახებ ინფორმაცია ყოფილმა თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
"ბოლო თვეების განმავლობაში ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე პროცესები საბოლოოდ მოვიდა წინააღმდეგობაში თითოეული ჩვენგანის პროფესიულ ეთიკასთან.
მიუღებელია:
თანამშრომლების ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოქვეითება და გაშვება, მათ მიმართ უდიერი და არაკოლეგიალური დამოკიდებულება;
არ ვიზიარებთ ამჟამინდელი ადმინისტრაციის სამუზეუმო პოლიტიკას (მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და კოლექციების ევაკუაციის საკითხს), რომელიც ბუნდოვანია თანამშრომლებისა და დახურული საზოგადოებისთვის;
ბრალდებები საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლების განმავლობაში უმოქმედობის თაობაზე. ასევე უსაფუძვლო განცხადებები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებისგან დაცლის („გამოშიგვნის“) შესახებ.
შექმნილ სიტუაციაში, სამწუხაროდ, ჩვენ ვეღარ ვხედავთ ვერც მუზეუმის განვითარების და ვერც ჩვენი პროფესიული ზრდის პერსპექტივას. ამიტომ, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება დავტოვოთ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კურატორის თანაშემწის პოზიციები - წერია პოსტში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press