"ქართული ოცნების" დეპუტატი და ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ნინო ლომჯარიამ სააკაშვილი უფრო ბევრჯერ მოინახულა, ვიდრე სხვა პატიმრები 4 წლის განმავლობაში.
ამასთან, სოზარ სუბარი ამბობს, რომ სახალხო დამცველი მიუკერძოებელი უნდა იყოს.
"რა თქმა უნდა, ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი ძალიან კარგია ხშირ-ხშირად ნახულობს ხოლმე ყოფილ პრეზიდენტს, პატიმარ სააკაშვილს, თუმცა გასაოცარია ის ფაქტი, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი დანარჩენი 4 წლის განმავლობაში.
ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი სიმპათია, ანტიპათია, მაგრამ როცა ის არის სახალხო დამცველი, ის უნდა დადგეს ამ ყველაფერზე მაღლა, უნდა იყოს მიუკერძოებელი და სიმართლეს ემსახუროს მხოლოდ და მხოლოდ", - თქვა სოზარ სუბარმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press