რაც უფრო მალე, ოპოზიცია იქნება ეს თუ ჩემნაირი პოლიტიკოსები, შევწყვეტთ საუბარს სამედიცინო თემებზე, მით უფრო კარგად იქნება დაცული ამა თუ იმ პატიმრის ინტერესი,- ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საკითხს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მთავარია ექიმები, მედიკოსები ჩამოყალბიდნენ ერთ რომელიმე აზრთან დაკავშირებით და ჩვენ მათ აზრს უნდა გავუწიოთ ანგარიში.
"რაც უფრო მალე, ოპოზიცია იქნება ეს თუ ჩემნაირი პოლიტიკოსები, შევწყვეტთ საუბარს სამედიცინო თემებზე, მით უფრო კარგად იქნება დაცული ამა თუ იმ პატიმრის ინტერესი, ვინაიდან ჯანმრთელობა არის სამედიცინო საკითხი და არა პოლიტიკური, შესაბამისად, ყველა ის ექიმი, რომელიც არის ამა თუ იმ პატიმრის და ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული პატიმრის, როგორც პაციენტის მართვაში, შეიძლება თანხმდებოდეს, შეიძლება ვერ თანხმდებოდეს. ამისთვისაც არის სწორედ კონსილიუმი ან კონსილიუმები, თუკი შემდეგ კონსილიუმად ჩამოყალიბებულ ჯგუფებს შორის აღმოჩნდება განსხვავებები.
მთავარია ექიმები, მედიკოსები ჩამოყალბიდნენ ერთ რომელიმე აზრთან დაკავშირებით და მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ყოველთვის პატიმრის, როგორც პაციენტის მართვაში ექიმების აზრს ვუწევდი ანგარიშსს და უფრო მეტიც, სახელმძღვანელოდ ვიღებდი, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც პენიტენციური სამსახურისთვის დარწმუნებული ვარ, ასე იქნება", - თქვა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press