Foto

კახა კალაძე - კარგად ვიცით, რა რეალობაში უწევდათ დროის გატარება პატიმრებს 2012 წლამდე

ვინ იყო იმ სიბინძურის და უბედურების მთავარი შემოქმედი, რაც 2012 წლამდე ხდებოდა? - სააკაშვილი თავისი გუნდის წევრებით,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

დედაქალაქის მერის თქმით, 2012 წლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" წარსულს ჩააბარა ეს ყველაფერი და დღეს, ვერავინ გაბედავს პატიმრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს. 

"მგონი, ძალიან კარგად ვიცით, თუ რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა რეალობაში უწევდათ დროის გატარება პატიმრებს 2012 წლამდე. როგორი ველური მოპყრობა, წამება, როგორი სადიზმი იყო ამ ადამიანების მიმართ. ეს არაერთხელ გამოიკვეთა და დღევანდელი კადრები კიდევ ერთი დამადასტურებელია, იმ სიბინძურის და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. ვინ იყო ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი?-სააკაშვილი თავისი გუნდის წევრებით, მეგის ქარდავებით, გვარამიებით და ასე შემდეგ. ეს უბედურება ხდებოდა ქვეყანაში. საბედნიეროდ, 2012 წლის შემდეგ წარსულს ჩავაბარეთ ეს ყველაფერი, ვერავინ გაბედავს პატიმრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს, ადამიანის უფლებები ირღვეოდეს ", - ამბობს კალაძემ.