უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა გაითვალისწინონ და სააკასვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყავნონ.
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებია გაწევის სტანდარტებს", - აცხადებს დენისოვა.
ამასთან, უკრაინის ომბუდსმენი ასევე სხვა ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობას.
"მივმართავ უცხო ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობის შესახებ მისი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციამდე და მესამე ქვეყანაში ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე, რომელსაც აქვს ხანგრძლივი შიმშილობიდან გამოყვანის და სხეულის ფუნქციების აღდგენის რესურსები და გამოცდილება", - აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press